- პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის თარიღი - 11 მაისი - 29 მაისი 2026 წელი
- რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს https://vet.ge/registration/citizenship_selection
- საგანმანათლებლო პროგრამებზე საფინანსო სერვისები და ინფორმაციის ტექნოლოგიები - სამოტივაციო გასაუბრების თარიღი რეგისტრირებულ აპლიკანტებს აესახება საგამოცდო ბარათში, რეგისტრაციის პერიოდის დასრულების შემდგომ
- სამოტივაციო გასაუბრებები ჩატარდება 2023 წლის 13 ივნისს 11:00 საათიდან (კონკრეტული დრო აპლიკანტს ეცნობება vet.ge-ს პირადი გვერდზე საგამოცდო ბარათის საშუალებით).
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაცია
- განცხადება - ივსება ადილზე;
- აპლიკანტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- არასრულწლოვანი აპლიკანტის შემთხვევაში - განმცხადებლის/ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის პირადობის მოწმობის ასლი ან დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მის სათანადო უფლებამოსილებას წარმომადგენლობაზე (დაბადების მოქმობა/მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვ.)
- უცხოეთში/ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების შემთხვევაში - განათლების აღიარების დოკუმენტი;
- ატესტატი/დიპლომი;
- 17-27 წლის ასაკის მამაკაცებისთვის - წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი
მე-4 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით:
თუ აპლიკანტს დოკუმენტის მისაღებად მიმართული აქვს შესაბამისი უწყებისათვის (აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს ამ უწყებისთვის მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში),
მას ეძლევა 3 თვის ვადა აღნიშნული დოკუმენტების წარმოსადგენად.
დოკუმენტაციის დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობა შესაძლებელია გახდეს პირისთვის ჩარიცხვაზე უარი თქმის ან სტატუსის შეწყვეტის საფუძველი!