სიახლეები

საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სიახლე
7 აპრილი 2026

7 აპირილს საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია • Health Federation of Georgia -იასა და კოლეჯ ფანასკერტელს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს საერთო ძალისხმევით ხელი შეუწყოს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვას, სამედიცინო განათლების ხარისხის ამაღლებასა და საექთნო საქმის სტუდენტთა პროფესიულ განვითარებას საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.

🔹აღნიშნული თანამშრომლობა უზრუნველყოფს ახალი შესაძლებლობების შეთავაზებას სტუდენტებისა და კოლეჯის თანამშრომლებისთვის საერთაშორისო მოთხოვნებთან საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობისა და პრაქტიკული უნარების გაძლიერების მიმართულებით.

🔸კოლეჯი ფანასკერტელი მემორანდუმის ფარგლებში მონაწილებას მიიღებს საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში. ამასთანავე, ფედერაცია უზრუნველყოფს სტუდენტებისთვის საჯარო ლექციების ციკლს პაციენტის უსაფრთხოების საერთაშორისო მიზნების, ეფექტური კომუნიკაციისა და ინფექციების კონტროლის თემატიკაზე, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგაც გაიცემა შესაბამისი პროფესიული სერტიფიკატები.

🔹ამავდრულად, ორგანიზაციები შეიმუშავებენ ერთობლივ პროექტებს პაციენტთა უსაფრთხოების რეკომენდაციების დასანერგად და მჭიდროდ ითანამშრომლებენ კოლეჯის ავტორიზაციის პროცესისა და მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესების ხელშესაწყობად.