სიახლეები

ფანასკერტელი EfVET-ის წევრი გახდა

სიახლე
4 თებერვალი 2026

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ საზოგადოებრივი კოლეჯი ფანასკერტელი აფართოებს საერთაშორისო თანამშრომლობას და პროფესიული განათლებისა და გადამზადების სფეროში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ევროპული ქსელის წევრი გახდა.

EVTA-
წევრობის შემდეგ, კოლეჯი ფანასკერტელი ასევე გახდა EfVET-ისტექნიკური და პროფესიული განათლებისა და ტრენინგების ევროპული ფორუმის წევრი.

აღნიშნული წევრობა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ევროპულ დონეზე თანამშრომლობის გაძლიერების, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების მიმართულებით. ველით აქტიურ თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან და ქსელის წევრებთან.