საზოგადოებრივ კოლეჯ ფანასკერტელში საბუთების მიღება 5 ნოემბრიდან - 21 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება
შეგახსენებთ დოკუმენტების სიას, რომელიც სარეიტინგო სიაში მყოფმა აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი - ID ბარათი ან პასპორტი
შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ატესტატი ან დიპლომი
უცხოეთში/ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების შემთხვევაში - განათლების აღიარების დოკუმენტი
17 წელს მიღწეული პირის, წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი
სახელის/გვარის ცვლილების შემთხვევაში - სახელის/გვარის ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ქორწინების მოწმობა/ცნობა)
არასრულწლოვანის შემთხვევაში - განმცხადებლის/ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის პირადობის მოწმობის ასლი ან დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მის სათანადო უფლებამოსილებას წარმომადგენლობაზე (დაბადების მოწმობა/მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვა)