სახელმწიფო პროფესიულიმომზადება/გადამზადების პროგრამები

საზოგადოებრივი კოლეჯი ფანასკერტელი ახორციელებს სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ მოკლევადიან პროფესიულ მომზადება/გადამზადების  პროგრამებს, რომელთა დასრულების შემდგომაც გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორენოვანი სერტიფიკატი.

მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამები

სასერტიფიკატო სწავლება სპეციალობის დაუფლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფორმაა. იგი დროის მოკლე მონაკვეთში შრომითი ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად სასურველი ცოდნის მიღებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საუკეთესო საშუალებაა.

ჩვენს სასწავლებელში არის კეთილმოწყობილი გარემო, სადაც მსმენელები თეორიული ცოდნის მიღების პარალელურად გადიან პრაქტიკას როგორც ადგილზე, ასევე სპეციალობის შესაბამის პარტნიორ ორგანიზაციებში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასაქმებისათვის.

თითოეული სასერტიფიკატო კურსის მოცულობა განისაზღვრება სპეციალობის მიხედვით.

ჩვენი სასერტიფიკატო პროგრამის პრიორიტეტია თანამდეროვე მიდგომები თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებში. რაც კურსის დასრულების შემდეგ დაეხმარება მათ შრომით ბაზარზე დამკვიდრებაში. ასევე, წარმატებული სტუდენტები მიიღებენ დახასიათება-რეკომენდაციას როგორც პედაგოგებისაგან, ასევე პრაქტიკის გავლის ადგილიდან.

საზოგადოებრივიკოლეჯი ფანასკერტელი შეგიქმნით ყველა პირობას იმ თანამედროვე სპეციალობების სწრაფად დასაუფლებლად, რომლებზეც განსაკუთრებით დიდია მოთხოვნა შრომით ბაზარზე.

კურსის დამთავრების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

მოკლევადიანი პროგრამა ექთნებისთვის გერმანიაში დასაქმებით

საზოგადოებრივი კოლეჯი ფანასკერტელი თანამშრომლობს გერმანულ კომპანიასთან „Medicjobline“, რომელიც არის გერმანიაში დასაქმების ხელშეწყობის ორგანიზაცია.

აღნიშნული ორგანიზაცია უზრუნველყოფს საქართველოში დიპლომირებული ექთნებისათვის გერმანიაში კვალიფიკაციის აღიარებას, დასაქმებისთვის შესაფერისი კლინიკების მოძიება/შეთავაზებას და საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას.

გერმანიაში, დიპლომის (კვალიფიკაციის) აღიარებისას გამოვლენილი საგნებისა და შესაბამისი საათების ნაკლებობის შემთხვევაში ჩვენი კოლეჯი უზრუნველყოფს მათ ანაზღაურებას თეორიული და პრაქტიკული სასწავლო კურსის გატარებით. ამის დამადასტურებლად კოლეჯი გასცემს სერტიფიკატს, რომელსაც აღიარებს გერმანული მხარე. სტუდენტები პარალელურ რეჟიმში ინტენსიურად ემზადებიან გერმანულ ენაში. აღნიშნული სწავლება ფინანსდება გერმანული მხარის მიერ. სწავლების დასრულების შემდეგ სტუდენტები გადიან გასაუბრებას დამსაქმებელი კლინიკების წარმომადგენლებთან, დებენ კონტრაქტებს და სამუშაო ვიზით მიემგზავრებიან გერმანიაში, კონტრაქტში მითითებული ვადით.