🎓 კოლეჯი ფანასკერტელი პროფესიული განათლების განვითარების ფორუმზე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პროფესიული განათლების II კონფერენცია — „პროფესიული განათლება საქართველოში: შესაძლებლობები და გამოწვევები“. ღონისძიებაში მონაწილეობდა 26 სპიკერი, რომელთაგან 3 — კოლეჯი ფანასკერტელის პროფესიული მასწავლებლები იყვნენ, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი კოლეჯის სისტემურ ჩართულობას განათლების განვითარების პროცესებში.
🔹 ანა არველაძე — „საექთნო განათლება აქ და ახლა“ — თემაში საუბარია მტკიცებულებებზე დაფუძნებული სწავლების მნიშვნელობა, კლინიკური და პროფესიული კომპეტენციების გაწონასწორებული განვითარება, ასევე განათლების ისტორიული ტრანსფორმაცია საქართველოში.
🔹 ბექა კილასონია — „სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდები“ — ინოვაციური პედაგოგიური მიდგომების წარმოდგენა, სადაც სასწავლო პროცესის ცენტრში სტუდენტია.
🔹 ირინე გოჩიტაშვილი — „ინოვაცია, ინტეგრაცია, ინკლუზია“ — განათლების ხელმისაწვდომობის, თანასწორობისა და მრავალფეროვნების თანამედროვე ხედვები.
კოლეჯი ფანასკერტელი მუდმივად ხელს უწყობს პროფესიული მასწავლებლების განვითარებას — ახალი უნარებისა და გამოცდილებების შეძენასა და გაზიარებას როგორც საგანმანათლებლო სივრცეში, ასევე პროფესიულ საზოგადოებაში.
ჩვენი კოლეჯი ყოველთვის ამაყობს საკუთარი პროფესიული მასწავლებლებით, რომელთა ცოდნა, ხედვა და ერთგულება განათლების სისტემას ახალ პერსპექტივებს სთავაზობს.