სიახლეები

🎓2025 წლის 30 და 31 მაისს კოლეჯი ფანასკერტელი მონაწილეობდა კოლეგიალურ ვიზიტში.

სიახლეები
1 ივნისი, 2025
🎓2025 წლის 30 და 31 მაისს კოლეჯი ფანასკერტელი მონაწილეობდა კოლეგიალურ ვიზიტში, რომელიც საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ინიციატივით გორში გაიმართა. ღონისძიებას მასპინძლობდა ასოციაციის წევრი — საზოგადოებრივი კოლეჯი „ამაგი“.
👉კოლეგიალური ვიზიტი მიეძღვნა ავტორიზაციის სტანდარტი III-ის თემატიკას და განხორციელდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლებისთვის დაგეგმილი ტრენინგების ციკლის ფარგლებში, რომელიც მეორე წელია, წარმატებით მიმდინარეობს. განხილვის ძირითადი თემები შეეხებოდა პროფესიული სტუდენტების უფლებების დაცვას და მათ მხარდამჭერ ღონისძიებებს — საკითხებს, რომლებიც თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
❗️კოლეჯი ფანასკერტელი სისტემურად ზრუნავს ხარისხზე დაფუძნებული მართვის მოდელის განვითარებაზე და უზრუნველყოფს პერსონალის აქტიურ მონაწილეობას სექტორულ განვითარებაზე ორიენტირებულ პროცესებში. თანამშრომლების მიზნობრივი ჩართულობა მსგავს ინიციატივებში კოლეჯისთვის წარმოადგენს სტრატეგიულ პრიორიტეტს.
❗️ვიზიტის დასასრულს, ასოციაციამ წარადგინა მცირე ანგარიში და გააცნო მომავალი გეგმები. ღონისძიებაში კერძო კოლეჯების ასოციაციის წევრი დაწესებულებების ორმოცდაათზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა, რაც ადასტურებს პროფესიული განათლების სისტემაში თანამშრომლობის კულტურის გაძლიერების აუცილებლობას და ინტერესს.
📌 კოლეჯი ფანასკერტელი აგრძელებს აქტიურ მონაწილეობას პროფესიული განათლების სისტემურ განვითარებაში — პარტნიორობით, პასუხისმგებლობითა და მაღალი სტანდარტებით.