სიახლეები

კოლეჯმა წარმატებით მოიპოვა ავტორიზაცია

სიახლეები
15 ივნისი, 2025
🎉სიამაყით ვაცხადებთ, რომ ჩვენმა კოლეჯმა წარმატებით მოიპოვა ავტორიზაცია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით ექვსი წლის ვადით! 🎉
📌 რას ნიშნავს ეს?
✅ მეტი შესაძლებლობები სტუდენტებისთვის
✅ ძლიერი პარტნიორობა დამსაქმებლებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან
✅ უწყვეტი წინსვლა და ინოვაციების დანერგვა.
ეს არ არის მხოლოდ სტატუსი – ეს არის ნდობა, რომელიც მოვიპოვეთ ჩვენი დაუღალავი შრომით, ხარისხიანი განათლების მუდმივი გაუმჯობესებით და ახალი შესაძლებლობების შექმნით. 💡📚
👏 კოლეჯი ფანასკერტელი გულითადად ულოცავს მიღწეულ წარმატებას ადმინისტრაციულ პერსონალს, პროგრამის განმახორციელებელ პირებს, პარტნიორ ორგანიზაციებსა და პროფესიულ სტუდენტებს — ეს საერთო წარმატებაა!