სიახლეები

საერთო ხედვა, ერთიანი სტანდარტები, უწყვეტი განვითარება!

სიახლეები
23 მარტი, 2025

2025 წლის 21-22 მარტს, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით, წევრი კოლეჯებისთვის სამუშაო შეხვედრა (ვორქშოპი) გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა კოლეჯ ფანასკერტელმაც მიიღო.

ვორქშოპის ფარგლებში, აქტიური დისკუსიებისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად, კოლეჯების წარმომადგენლებმა შეჯერდნენ შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებზე:
კურსდამთავრებულთა კითხვარების ერთიანი ფორმის შექმნა;
შუალედური შეფასების პროცესის გაერთიანებული პრინციპების ჩამოყალიბება;
პროფესიული განათლების მასწავლებლის სტანდარტის მიხედვით რეგულაციების შემუშავება;
მასწავლებელთა შეფასების პროცედურებისა და შესაბამისი ფორმების განხილვა.

შეხვედრის დასასრულს, მიღებულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით, წევრი კოლეჯებისთვის სამოქმედო გზამკვლევი მომზადდა.

ღონისძიების ბოლოს, ასოციაციის ორგანიზებით, კოლეჯებს 2025 წლის წევრობის სერტიფიკატები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.

 

➡️ კოლეჯ ფანასკერტელი აგრძელებს პროფესიული განათლების განვითარების მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სფეროს წინსვლაში!