სიახლეები

შეხვედრა „საზოგადოებრივ კოლეჯ ფანასკერტელსა“ და „ ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ შორის პარტნიორობის ფარგლებში

სიახლეები
11 მარტი, 2025
მიმდინარე წლის 11 მარტს შედგა შეხვედრა „საზოგადოებრივ კოლეჯ ფანასკერტელსა“ და „ ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ შორის პარტნიორობის ფარგლებში, რომელიც დაგეგმილი იყო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა საექთნო განათლების პროფესიული სტუდენტებისთვის კლინიკური პრაქტიკისა და შემაჯამებელი კლინიკური პრაქტიკის მოდულების განხორციელების ფარგლებში.
🔶🔷პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი მარიამ მიქაძე მოდულების განმახორციელებელ იმ პრაქტიკის ინსტრუქტორებს შეხვდა, ვისთანაც კოლეჯს აქვს გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულებები შემდგომი თანამშრომლობის მიზნით. ქალბატონმა მარიამმა დამსწრეთ გააცნო ინფორმაცია კოლეჯის, პროფესიული განათლების, პროფესიული საგანანათლებლო პროგრამის შემადგენელი მოდულების სტრუქტურის (მისი შემადგენელი ნაწილების) და შეფასების სისტემის შესახებ პროფესიულ განათლებაში. გარდა ამისა, დამსწრეთათვის გაზიარებულ იქნა საზოგადოებრივ კოლეჯ ფანასკერტელის გამოცდილება კლინიკური პრაქტიკის მოდულების შეფასების მიმართულებით ნიმუშების განხილვის გზით.
🔶🔷პრაქტიკის ინსტრუქტორებთან პირველი შეხვედრა დაგეგმილი იყო გაცნობითი და საინფორმაციო ხასიათის ყოფილიყო თუმცა, მათი მხრიდან საკითხისადმი ინტერესის და საქმიანი დამოკიდებულების გამო საკმაოდ აქტიურ დისკუსიაში გადაიზარდა და საბოლოოდ ნაყოფიერი და ინტერაქციული შეხვედრა შედგა რომლის შედეგად განისაზღვრა თანამშრომლობის შემდგომი ეტაპები.