კოლეჯების ხარისხის უზრუნველყოფის გაძლიერებისთვის ტრენინგების მორიგი ციკლი ჩატარდა.
საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ეგიდით, 14-15 მარტს, კოლეჯების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების განვითარების ფარგლებში, გაიმართა ტრენინგების მორიგი ციკლი. შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ავტორიზაციის მეორე სტანდარტს შეეხებოდა.
ტრენინგს ხელმძღვანელობდა განათლების ექსპერტი, ბატონი კახაბერ ერაძე, რომელმაც მონაწილეებს გაუზიარა თავისი გამოცდილება და პრაქტიკული ხედვები აღნიშნულ საკითხზე.
ღონისძიება მნიშვნელოვანი ნაბიჯია პროფესიული განათლების ხარისხის განვითარებისკენ და კოლეჯებისთვის ავტორიზაციის პროცესის ეფექტიანად წარმართვის ხელშეწყობისკენ.