📅 24 თებერვალს კოლეჯი „ფანასკერტელის“ ადამიანური რესურსების განვითარების პროგრამის ფარგლებში ფინანსური მენეჯერი ნინო ელისაშვილი მონაწილეობდა Nexia Academy-ის მიერ ორგანიზებულ 2024 წლის შემაჯამებელ საგადასახადო კონფერენციაში.
📌 აღნიშნული კონფერენცია მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო საგადასახადო რეგულაციებში მომხდარი ცვლილებების გაანალიზებისა და მათი პრაქტიკაში გამოყენების პერსპექტივების განხილვისთვის.
კოლეჯი „ფანასკერტელი“ მუდმივად ხელს უწყობს თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას და მათთვის თანამედროვე ფინანსურ და საგადასახადო საკითხებზე კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობებს ქმნის. ✅