სიახლეები

პროფესიული სტუდენტების მიღების ღონისძიება ფანასკერტელში

ჩვენს შესახებ
22 ნოემბერი, 2024

2024 წლის 21 ნოემბერს საზოგადოებრივ კოლეჯ ფანასკერტელში, ახალი პროფესიული სტუდენტებისთვის საზეიმო გაცნობითი ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ 2024 წლის საშემოდგომო მიღების პროფესიული სტუდენტები, კოლეჯის დირექტორი და ადმინისტრაციის წევრები. ღონისძიების მთავარი მიზანი იყო დაინტერესებული მხარეებისათვის კოლეჯის მისიის, ხედვის და ღირებულებების, ასევე პროფესიული სტუდენტების უფლება-მოვალეობების, ქცევის ზოგადი წესებისა და მათთვის ხელმისაწვდომი სერვისების წარდგენა.

სიტყვით გამოსვლა:
ღონისძიებაზე სიტყვით მიმართეს:

  • კოლეჯის დირექტორმა, რომელიც წარმატებები უსურვა პროფესიულ სტუდენტებს და აღნიშნა კოლეჯის განსაკუთრებული როლი პროფესიული განათლების ხელშეწყობაში.
  • ადმინისტრაციის სხვა წევრებმა, რომლებმაც დეტალურად წარადგინეს კოლეჯის სერვისები და შესაძლებლობები.

შრომის უსაფრთხოების პრეზენტაცია:
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტმა პროფესიულ სტუდენტებს გააცნო უსაფრთხოების მნიშვნელოვანია წესები და მათი დაცვის მექანიზმები, რაც სასწავლო პროცესის დროს უზრუნველყოფს მათ კეთილდღეობას და უსაფრთხოებას.

ბრენდირებული საჩუქრები:
ღონისძიების დასასრულს, პროფესიულ სტუდენტებს გადაეცათ ბრენდირებული საჩუქრები, რომლებიც მათი ფანასკერტელის გუნდის წევრობის სიმბოლოა.

საზოგადოებრივი კოლეჯი ფანასკერტელი წარმატებებს უსურვებს თავის ახალ პროფესიულ სტუდენტებს და სთავაზობს ინოვაციურ, ინსპირაციულ და პრაქტიკულად ორიენტირებულ სასწავლო გარემოს, რომელიც მათ კარიერული მიზნების მიღწევაში დაეხმარება.

კოლეჯის მისია:
"მოდი, ისწავლე, დასაქმდი!" – ფანასკერტელი მუდმივად ზრუნავს სტუდენტების პროფესიულ განვითარებასა და დასაქმებაზე.

გილოცავთ ახალ დასაწყისს და გისურვებთ წარმატებას!