სიახლეები

პროფესიული პროგრამები/რეგისტრაცია

სწავლება
15 აპრილი, 2025

 

  • პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის თარიღი - 28 აპრილი  - 20 მაისი 2025 წელი
  • რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს https://vet.emis.ge
  • გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების თარიღი 31 მაისი - 1 ივნისი 2025 წელი
  • საგანმანათლებლო პროგრამებზე საექთნო განათლება და ფარმაცია -  ტესტირება ჩატარდება ქიმიასა და ბიოლოგიაში
  • საგანმანათლებლო პროგრამაზე აღმზრდელი - ტესტირება ჩატარდება ზოგად წიგნიერებაში  
  • საგანმანათლებლო პროგრამებზე საფინანსო სერვისები და ინფორმაციის ტექნოლოგიები - სამოტივაციო გასაუბრება შესაბამისი პროფილის მიხედვით ჩატარდება 21 მაისი-20 ივნისი 2025 წლის მონაკვეთში (კონკრეტული თარიღი აპლიკანტს ეცნობება პირადი გვერდის საშუალებით).

 

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაცია

 

 

  1. განცხადება - ივსება ადილზე;
  2. აპლიკანტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  3. არასრულწლოვანი აპლიკანტის შემთხვევაში - განმცხადებლის/ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის პირადობის მოწმობის ასლი ან დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მის სათანადო უფლებამოსილებას წარმომადგენლობაზე (დაბადების მოქმობა/მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვ.)
  4. უცხოეთში/ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების შემთხვევაში - განათლების აღიარების დოკუმენტი;
  5. ატესტატი/დიპლომი;
  6. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი

მე-4 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით:

      თუ აპლიკანტს დოკუმენტის მისაღებად მიმართული აქვს შესაბამისი უწყებისათვის (აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს ამ უწყებისთვის მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასეთის არსებოის შემთხვევაში),

      მას ეძლევა 3  თვის ვადა აღნიშნული დოკუმენტების წარმოსადგენად. 

 

დოკუმენტაციის დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობა შესაძლებელია გახდეს პირისთვის ჩარიცხვაზე უარი თქმის ან სტატუსის შეწყვეტის საფუძველი!