1988 წელს პროფესორმა გურამ ხაჭაპურიძემ გახსნა სამკურნალო-დიაგნოსტიკური დაწესებულება „ფანასკერტელი“. ეს იყო საქართველოში პირველი სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც დიდი ზაზა ფანასკერტელის სახელი ეწოდა.
1992 წელს კი მან ზაზა ფანასკერტელის სახელობის სამედიცინო კოლეჯი დააარსა და საქართველოს თითქმის ყველა რაიონში მისი ფილიალები გახსნა. სწორედ მან შესძინა ახალი სიცოცხლე დიდი ქართველი მკურნალის ღვაწლს. კოლეჯი დაფუძნების პირველივე დღიდან ემსახურება განათლებული და კვალიფიციური კადრის მომზადებას, ხოლო კურსდამთავრებულთა შორის გამორჩეულად ნიჭიერთათვის კი – დამსაქმებლების მოძიებას. სწორედ ამიტომ, ჩვენი კოლეჯის კურსდამთავრებულთა უმეტესობა დასაქმებულია საქართველოს წამყვან კლინიკებსა თუ სააფთიაქო ქსელებში.
ბატონი გურამ ხაჭაპურიძის დამსახურებაა, რომ დღეს საქართველოს სამედიცინო განათლების სისტემის დაწესებულებებში ზაზა ფანასკერტელი ამაყად მოიხსენება, როგორც საქართველოში სამედიცინო ტრადიციის თვალსაჩინო წარმომადგენელი.