კოლეჯის ისტორია

1988 წელს პროფესორმა გურამ ხაჭაპურიძემ გახსნა სამკურნალო-დიაგნოსტიკური დაწესებულება „ფანასკერტელი“. ეს იყო საქართველოში პირველი სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც დიდი ზაზა ფანასკერტელის სახელი ეწოდა.

1992 წელს კი მან ზაზა ფანასკერტელის სახელობის სამედიცინო კოლეჯი დააარსა და საქართველოს თითქმის ყველა რაიონში მისი ფილიალები გახსნა. სწორედ მან შესძინა ახალი სიცოცხლე დიდი ქართველი მკურნალის ღვაწლს. კოლეჯი დაფუძნების პირველივე დღიდან ემსახურება განათლებული და კვალიფიციური  კადრის მომზადებას, ხოლო კურსდამთავრებულთა შორის გამორჩეულად ნიჭიერთათვის კი – დამსაქმებლების მოძიებას. სწორედ ამიტომ, ჩვენი კოლეჯის კურსდამთავრებულთა უმეტესობა დასაქმებულია საქართველოს წამყვან კლინიკებსა თუ სააფთიაქო ქსელებში.

ბატონი გურამ ხაჭაპურიძის დამსახურებაა, რომ დღეს  საქართველოს სამედიცინო განათლების სისტემის დაწესებულებებში ზაზა ფანასკერტელი ამაყად მოიხსენება, როგორც საქართველოში სამედიცინო ტრადიციის თვალსაჩინო წარმომადგენელი.

კოლეჯის მისია, ხედვა, ღირებულებები

მისია

საზოგადოებრივი კოლეჯი ფანასკერტელის მისიაა დავძლიოთ გამოწვევები განვითარების გზაზე და გავიმყაროთ წამყვანი პოზიცია, როგორც მდგრადმა, ინოვაციურმა და განვითარებადმა მრავალპროფილურმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ. ჩვენ, როგორც ტრადიციული დაწესებულება, ვზრუნავთ განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფაზე, პიროვნული და პროფესიული შესაძლეგ- ლოგების განვითარებაზე, მთელი სიცოცხლის განმავლობაში – განათლების მიღების ხელშეწყობასა და დასაქმებაზე. კოლეჯის მისია ზუსტად პასუხობს მის განაცხადს — „მოდი, ისწავლე, დასაქმდი“.

ხედვა

კოლეჯის ხედვაა, გავხდეთ ისეთი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც საკუთარი ინფრასტრუქტურით, ინტელექტუალური და მატერიალური შესაძლებლობებით – შეძლებს უზრუნველყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვალიფიკაციის კადრის მომზადებას შრომის ბაზრისთვის, რაც აისახება დასაქმების გაზრდილ მაჩვენებელზე 2025 წლისათვის.

ღირებულებები

ჩვენი ღირებულებებია პატრიოტიზმი, სამართლიანობა, თანასწორობა, ხარისხი, სოციალური პასუხისმგებლობა, გუნდურობა, გამჭვირვალობა, ინოვაციებისკენ სწრაფვა და მუდმივი ზრუნვა თვითგანვითარებაზე.

კოლეჯის სტრუქტურა

კოლეჯის ადმინისტრაცია

N თანამდებობა სახელი, გვარი საკონტაქტო ინფორმაცია
1
დირექტორი მ/შ
შორენა ხაჭაპურიძე
kshorena@gmail.com
2
ხარისხის მართვის მენეჯერი
შორენა დემურაშვილი
shdemurashvili@gmail.com
3
სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი
თეონა ლეკიშვილი
tlekishvili@gmail.com
4
სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის სპეციალისტი
მედეა ღაღანიძე
medeagagnidze@gmail.com
5
ფინანსური მენეჯერი
ნინო ელისაშვილი
ninore60@gmail.com
6
საქმის წარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
ეკატერინე ცაბაძე
ecabadze@gmail.com
7
სამეურნეო საქმიანობისა და შრომის უსაფრთხოების მენეჯერი
გიორგი კორძახია
mkordza@gmail.com
8
ბიბლიოთეკარი
ლია ბაიდოშვილი
likabaido1@gmail.com

ავტორიზაციის გადაწყვეტილებები

ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება N136511 11.02.2022 ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება N136510 11.02.2022

ხარისხის ნიშანი

საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ბრენდირების პროცესში, რომელიც 2016 და 2017 წლებში ჩატარდა, შპს საზოგადოებრივმა კოლეჯმა ფანასკერტელმა ბრენდირების ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა და მაქსიმალური შეფასება მიიღო – 5 ვარსკვლავის მფლობელი გახდა.