მეხუთე დონის პროფესიული პროგრამებისათვის
(საექთნო განათლება, ფარმაცია, აღმზრდელი)

2022 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვისთვის ტესტირების ჩატარების თარიღები შემდეგნაირად განისაზღვრა:
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (ქიმიის კომპონენტი და/ან ფიზიკის კომპონენტი და/ან ბიოლოგიის კომპონენტი) – 6 სექტემბერი

  • წიგნიერება და რაოდენობრივი წიგნიერება – 7 სექტემბერი
  • საბაზო ზოგადი უნარები 7 – 8 სექტემბერი
    შეგახსენებთ, რომ პროფესიული ტესტირების გავლა სავალდებულოა, შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისა და სახელმწიფო დაფინანსების მოპოვების
    მიზნით.
    2022 წელს თითოეული ტესტის მაქსიმალური ქულაა 30 და გამოსაცდელს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება მაქსიმალური ქულის 15%-ის
    დაგროვების შემთხვევაში. ტესტირებისთვის გამოყოფილი დრო შეადგენს 1 საათსა და 30 წუთს.
    რაც შეეხება საბაზო ზოგად უნარებს, ტესტის მაქსიმალური ქულაა 50 და ტესტურ დავალებებზე სამუშაოდ გამოყოფილი დრო 2 საათია.
    საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები იხილეთ ბმულზე: https://naec.ge/#/ge/post/2704

დეტალური ინფორმაცია გამოცდის ჩატარების თარიღის, ადგილისა და დროის შესახებ მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე, რომელიც უნდა ნახოთ საიტზე vet.emis.ge
ასევე, გაცნობებთ, რომ 5 სექტემბერს, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე ონლაინ რეჟიმში ჩატარდება საცდელი ტესტირება. აპლიკანტებს საშუალება ექნებათ, ყოველგვარი შეფასების გარეშე ივარჯიშონ და მოსინჯონ საკუთარი ძალები. საცდელი ტესტირების გავლა ნებაყოფლობითია.
მოტივაციური გასაუბრება
მესამე და მეოთხე პროფეიული პროგრამებისათვის
8, 9 და 10 სექტემბერს კოლეჯში ჩატარდება სამოტივაციო გასაუბრება პროფესიულ პროგრამაზე: ინფორმაციის ტექნოლოგია (ქ. თბილისი)
10 სექტემბერს კი შემდეგ პროგრამებზე:
საფინანსო სერვისები (ქ. თბილისი)
საოფისე საქმე (ქ. თელავი)
საოფისე საქმე – ინტეგრირებული (ქ. თბილისი)
სამოტივაციო გასაუბრების ზუსტ დროს შეგატყობინებთ სმს-ის და ელექტრონული ფოსტის საშუალებით. აღნიშნული ინფორმაცია ასევე ასახული იქნება საგამოცდო ბარათზე, რომელიც უნდა ნახოთ საიტზე vet.emis.ge.
საკონტაქტო ნომერი: 568402020; 599143672