საიდან გაიგეთ ჩვენი კოლეჯის შესახებ?

Loading ... Loading ...

ზაზა ფანასკერტელი

fanaskerteli_01ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი, XV საუკუნის ქართველი პოლიტიკური მოღვაწე და მეცნიერი, ეროვნული დამოუკიდებლობისა და ერთიანობისათვის მებრძოლი იყო. იგი გახლდათ ფანასკერტელთა სახლის უფროსი,  ციციშვილთა ფეოდალური საგვარეულოსა და საციციანოს ერთ-ერთი ფუძემდებელი.

XV საუკუნის 60-იან წლებში იგი ფანასკერტიდან (ტაო) შიდა ქართლში გადასახლდა. მის სახელთან არის დაკავშირებული საციციანოს კულტურული დაწინაურება, ყინწვისის მონასტრის განახლება, ეკვდერის მშენებლობა და ქართლის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრად ქცევისათვის საფუძვლის შექმნა. ზაზა ფანასკერტლის პორტრეტი ფრესკის სახით ყინწვისის ტაძარშია გამოსახული.

ქართული სამედიცინო ტრადიციის ისტორიაში ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილს განსაკუთრებული ადგილი უკავია. ის ჯერჯერობით ძველი დროის ერთადერთი ქართველი ექიმი-მეცნიერია, რომლის სამკურნალო წიგნის „კარაბადინის” ავტორობა, ისევე როგორც ბიოგრაფიული მონაცემები, ეჭვს არ იწვევს.

fanaskerteli_02300 წლის წინათ საქართველოდან გადახვეწილ მწიგნობარ მეფე ვახტანგ VI-ს „კარაბადინის“ ხელნაწერიც წაუღია თან, დაშლილი და დაზიანებული გვერდები წესრიგში მოუყვანია, გაუკეთებია მისთვის რედაქცია. სწორედ ამას გვამცნობს ხელნაწერის 62-63 გვერდებს შორის ჩადებული ფურცელ-ქაღალდი, რომელზეც ვახტანგ VI-ის ხელით ანდერძია ჩაწერილი:

“ქ. ჩვენ საქართველოს გამგებელმან ბატონიშვილმან პატრონმან ვახტანგ თვითეულად ფურცლად მოშორებული კარაბადინი ესე შევაწყობინე და შევაკვერევინე საჴსრად და სასარგებლოდ კაცთათვის და საჴსრად ყოველთა, ქ~კს ტჟზ”.

fanaskerteli_03ეს ხელნაწერი 1945 წელს ფილოლოგმა თორნიკე ჭყონიამ აღმოაჩინა. ის დიდტანიანია და ასამდე რვეულს, სულ 684 ფურცელს შეიცავს; წიგნი დაწერილია in folio. თითოეულ გვერდზე, უმეტესად, 22 სტრიქონია. ხელნაწერი ორ ნაწილად არის წარმოდგენილი. პირველ ნაწილში ავტორი ასახელებს ჰიგიენისა და დიაგნოსტიკის ზოგიერთ საკითხს.განხილულია სამკურნალო საშუალებათა 14 ძირითადი ფორმა. თითოეული ფორმისაგან ასეულობით წამალთა სხვადასხვა სახეა წარმოდგენილი, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ფარმაკოქიმიის განვითარების იმდროინდელი დონე განვსაზღვროთ. მეორე, „კერძო“ ნაწილში განხილულია პათოლოგიისა და თერაპიის ძირითადი საკითხები. 

სამკურნალწამლო საშუალებებად ავტორს უხვად აქვს გამოყენებული მცენარეული და მინერალური საშუალებები. აგრეთვე წარმოდგენილი აქვს სხვადასხვა მანიპულაცია: სისხლის გამოშვება, სამკურნალო წურბელები, კოტოშები, კათეტერი და სხვ.


ივლისი 2017
« ივნ    
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31