საიდან გაიგეთ ჩვენი კოლეჯის შესახებ?

Loading ... Loading ...

ტრენინგი ავტორიზაციის სტანდარტების შესახებ

6 თებერვალი 2014 | 15:23

2014 წლის 30 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით საქართველოს ზაზა ფანასკერტელის სამედიცინო, მრავალდარგოვან პროფესიულ კოლეჯში ჩატარდა სკკა-ს მიერ დაგეგმილი ტრეინინგი, რომელიც პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტებს მიეძღვნა. ტრეინინგში მონაწილეობა მიიღო ასოციაციის 20-ზე მეტმა პროფესიულმა სასწავლებელმა, როგორც თბილისის, ასევე სხვადასხვა რეგიონებიდან.

ტრეინინგის მიზანი გახლდათ ავტორიზაციის სტანდარტების გაანალიზება, სიღრმისეული გაგება და მისი დაკმაყოფილებისათვის საგანმანათლებლო ინსტრუმენტების გამოყენება.
ტრეინინგი დაგეგმილი იყო იმ კერძო პროფესიული სასწავლებლებისთვის (პროფესიული, საზოგადოებრივი), ვისაც 2014-2015 სასწავლო წლის დაწყებამდე უწევთ ავტორიზაცია.

ტრეინინგის დროს  დეტალურად განხილული და გაანალიზებული იქნა ავტორიზაციის სტანდარტები (საგანმანათლებლო პროგრამები, ადამიანური რესურსი, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა).
პრეზენტაციები წარმოადგინეს ასოციაციის წევრი კოლეჯების წარმომადგენლებმა – გიორგი ბერაიამ – მატერიალური რესურსი (კოლეჯი „გეორგია“), მამანა მახარაშვილმა – ადამიანური რესურსი და საქმისწარმოება (ხარისხის მართვის საზოგადოებრივი კოლეჯი) და კახაბერ ერაძემ – დაწესებულების მისია, მიზნები, ამოცანები და საგანმანათლებლო პროგრამების შემოშავება (საქართველოს ბიზნესის აკადემია).
მონაწილეებმა აქტიური  მონაწილეობა მიიღეს ტრეინინგის მსვლელობაში. გაკეთდა ბევრი სავარჯიშო, დაისვა უამრავი შეკითხვა, რაზეც გაიცა არგუმენტირებული, დასაბუთებული და ამომწურავი პასუხები. შედეგად კი მივიღეთ ის, რომ გაიზარდა ხედვა პროფესიული სწავლების მექანიზმების შესახებ.
აღსანიშნავია ტრეინინგში მონაწილე ყველა მონაწილის მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომ ასეთ სწავლებას აქვს დიდი მნიშვნელობა და იძლევა კარგ შედეგებს. ტრეინინგის მონაწილეებმა გამოთქვას თავისი სურვილი მსგავსი ტრეინინგების მოწყობის შესახებ პროფესიული მასწავლებლებისთვის.

საქართველოს ზაზა ფანასკერტელის სამედიცინო, მრავალდარგოვან პროფესიულმა კოლეჯმა მაქსიმალურად კომფორტული და სამუშაო გარემო შეუქმნა ტრეინინგის მონაწილეებს.

skka_8skka_7skka_5 skka_6 skka_4 skka_3 skka_2 skka_1

ოქტომბერი 2021
« სექ    
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031