საიდან გაიგეთ ჩვენი კოლეჯის შესახებ?

Loading ... Loading ...

სტუდენტთა გაცილება

15 ივნისი 2013 | 13:13

საქართველოს ზაზა ფანასკერტელის სახელობის სამედიცინო, მრავალდარგოვან პროფესულ კოლეჯში კურსდამთავრებულთა გაცილება გაიმართა.

stud_gacileba1კოლეჯის დირექტორმა ქალბატონმა ნინო ბოკუჩავამ კურსდამთავრებულებს მიულოცა კოლეჯის დამთავრება, გზა დაულოცა და წარმატებები უსურვა.

საოცარი გარემო სუფევდა. ყველგან და ყველაფერში სტუდენტური ცხოვრების ხიბლი იგრძნობოდა. შეუძლებელი იყო ეს დღე არ გაგეზიარებინა. ახალგაზრდები ემზადებიან ცხოვრებაში პირველი ნაბიჯების გადასადგმელად, საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად.

საზეიმო გაცილებაზე კოლეჯის სტუდენტების მიერ წარმოდგენილი იყო  სახალისო ნომრები, სიმღერები, თანამედროვე ცეკვები. კურსდამთავრებულებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით სხადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გამოვლინდა, რომლებმაც სამახსოვრო სერტიფიკატები მიიღეს. მხიარული მელოდიები, სახალისო წარწერები, ნახატები, კურსდამთავრებულთა მიერ გადაღებული ფოტოები საერთო განწყობას უფრო ამაღლებდა.

კურსდამთავრებულთა ასეთი საზეიმო გაცილება ძალიან ლამაზი ცერემონია გამოვიდა, რომელიც ტრადიციად გადაიქცევა კოლეჯში. საზეიმო გაცილების დასასრულს დაიჭრა უზარმაზარი კოლეჯის სახელობითი ტორტი, კურსდამთავრებულებმა საკუთარი სურვილების ახდენა ცაში აფრენილ ბუშტებს მიანდეს, საერთო მხიარულება დიდხანს გაგრძელდა.

ოქტომბერი 2021
« სექ    
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031