საიდან გაიგეთ ჩვენი კოლეჯის შესახებ?

Loading ... Loading ...

განისაზღვრა სამოტივაციო გასაუბრების თარიღები

5 სექტემბერი 2021 | 18:33

აპლიკანტების საყურადღებოდ!

2021 წელს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვისთვის გასაუბრების ჩატარების თარიღები განისაზღვრა სპეციალობების მიხედვით:

ინფორმაციის ტექნოლოგია – 2021 წლის 10 და 11 სექტემბერი;

საოფისე საქმე და საოფისე საქმე (ინტეგრირებული) – 2021 წლის 11 სექტემბერი;

საფინანსო სერვისები – 2021 წლის 12 სექტემბერი.

გასაუბრება ჩატარდება ონლაინ პლატფორმა Zoom-ის საშუალებით.

დეტალური ინფორმაცია გასაუბრების დღესთან და Zoom-ის ლინკთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: vet.emis.ge თქვენს საგამოცდო ბარათში.

ინფორმაცია ასევე დაგეგზავნათ რეგისტრაციისას მითითებულ თქვენივე ელექტრონულ ფოსტაზე.

აუცილებელია კოლეჯის ელ-ფოსტაზე: fanaskerteli@gmail.com გასაუბრებამდე გადმოაგზავნოთ თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

გთხოვთ, გასაუბრებისთვის უზრუნველყოთ ინტერნეტის უწყვეტი კავშირი, ტექნიკური აღჭურვილობის გამართულობა და გასაუბრებისათვის განკუთვნილ დროზე 5 წუთით ადრე შემოსვლა.

გისურვებთ წარმატებას!

სექტემბერი 2021
« ივლ    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930