საიდან გაიგეთ ჩვენი კოლეჯის შესახებ?

Loading ... Loading ...

ტრეინინგი პროფესიული მასწავლებლებისათვის

26 სექტემბერი 2020 | 19:48

ა.წ. 24-26 სექტემბერს, შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ფანასკერტელის პედაგოგებისთვის ჩატარდა ტრენინგი კომპეტენციებზე დაფუძნებული სწავლების შესახებ. კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ტრენინგი ონლაინსივრცეში გაიმართა.

სწავლებას ესწრებოდნენ ჩვენი კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამების როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კომპონენტზე პასუხისმგებელი პირები პატრნიორი ორგანიზაციებიდან.

განსაკუთრებით საყურადღებოა თელავის განყოფილების პედაგოგების აქტიურობა და ჩართულობა, რადგან თელავში მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება დიდი ხანი არ არის რაც დავიწყეთ.

კოლეჯს დაგეგმილი აქვს ტრენინგების სერიის ჩატარება და ეს იყო პირველი ეტაპი, რომელიც ოქტომბერში გაგრძელდება ე.წ. „დარგობრივი ვორქშოფების“ სახით. პედაგოგები მასში მონაწილეობას უკვე – სპეციალიზაციის მიხედვით მიიღებენ.

გარდა ძირითადი საკითხებისა, რომელიც ეხებოდა უშუალოდ მოდულურ სწავლებას, ამ ტრენინგის საშუალებით, მოხდა ცვლილებების გაცნობა, რომელიც კოლეჯმა თავის მარეგულირებელ დოკუმენტებში განახორციელა.

1-2 3-1 5 7 11 78

იანვარი 2021
« დეკ    
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031