საიდან გაიგეთ ჩვენი კოლეჯის შესახებ?

Loading ... Loading ...

ახალი რეგულაციები COVID-19-თან ბრძოლაში

10 ივნისი 2020 | 18:49

პროფესიული განათლება მთლიანი განათლების სისტემის სპეციფიკური მიმართულებაა და ამიტომ მისი განხორციელებაც განსხვავებულ მიდგომებს მოითხოვს. სწორედ ამიტომ, უკვე აპრობირებული დისტანციური, ონლაინ სწავლების მეთოდის პირდაპირი დანერგვა შეუძლებელი გახდა ამ სისტემაში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ხელი ავიღეთ სწავლების ამ მეთოდზე. პირიქით, სამუშაო ჯგუფებმა, რომლებიც ყველა დარგში, მეტიც – ყველა სპეციალობისა და მოდულისთვის შეიქმნა – განიხილა და გადაამუშავა თითოეული მოდულის ყველა მისაღწევი შედეგი და ალტერნატიული – შერეული ტიპის სასწავლო პროცესის რეკომენდაცია გასცა. აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა კოლეჯების ინფრასტრუქტურის მორგება COVID-19-ისაგან თავდაცვის რეგულაციებზე. ამ საკითხებზე შეთანხმებულად მუშაობდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები. მათ აქტიური კომუნიკაცია ჰქონდათ აგრეთვე, კოლეჯების წარმომადგენლებთანაც, რათა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის განახლება ყველა წესის შესაბამისად განხორციელდეს.

მარტი 2021
« დეკ    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031