მიღება დაიწყო
20 მაისი 2020 | 18:45
რეგისტრაცია დაიწყო! წელს პირველად, საზოგადოებრივი კოლეჯი ფანასკერტელი სამი საგანმანათლებლო პროგრამით მონაწილეობს ვაუჩერული დაფინანსების პროცესში. ეს სიახლე საექთნო განათლების, ფარმაციის და ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის პროგრამის დაუფლების მსურველებს საშუალებას აძლევს ერთიანი პროფესიული გამოცდის წარმატებით ჩაბარების საშუალებით, მოიპოვონ 100%-ანი სახელმწიფო დაფინანსება სრული პროგრამის ფარგლებში. რეგისტრაცია შესაძლებელია 20 მაისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით ჩვენი დისტანციური მხარდაჭერით ან/და ონლაინ ➡ www.vet.emis.ge . პროგრამებზე, რომელზეც არ დაფიქსირდება კონკურსი, აპლიკანტები ჩაირიცხებიან ეროვნული ტესტირების გარეშე, დაწესებულების შიდა შერჩევის გზით. ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს http://vet.ge/jump_profession/enrollment-procedure/?fbclid=IwAR2CKD6aG5rCB_i61wcyhdK76jteKkVc0bD8vD3FYm0mxBl0_f_3Zs_ifwU
სიახლეები კომენტარები დახურულია |