საიდან გაიგეთ ჩვენი კოლეჯის შესახებ?

Loading ... Loading ...

საქმისწარმოების ელექტრონული წესი

18 მაისი 2020 | 18:32

საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, 18 მაისს, საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსმა ქალბატონმა თამარ ბედოიძემ, კერძო კოლეჯების ასოციაციის წევრი საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლებისთვის ტრენინგი  ჩაატარა eFlow-ს დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ პროგრამაში მუშაობის წესებთან დაკავშირებით.
ტრენინგი, მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამო, ონლაინ პლატფორმის საშუალებით ჩატარდა. იგი ინტერაქტიული ხასიათის იყო. ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა.

მარტი 2021
« დეკ    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031