საიდან გაიგეთ ჩვენი კოლეჯის შესახებ?

Loading ... Loading ...

ზოგადი განათლების კომპონენტის ინტეგრირება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში

17 თებერვალი 2020 | 14:47

ა.წ 14-15 თებერვალს, ა(ა)იპ კოლეჯი „იკაროსში” ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, გაიმართა ტრენინგი, რომელიც ავტორიზაციის დებულებაში ახლახანს განხორციელებულ ცვლილებეს ეხებოდა. როგორც უკვე ცნობილია, ეს ცვლილება შესაძლებლობას აძლევს კოლეჯებს მოახდინონ ზოგადი განათლების კომპონენტის ინტეგრირება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში, რომელთა დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს სკოლაში დაბრუნების გარეშე შეეძლებათ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელება. ეს ნიშნავს იმას, რომ არასრული ზოგადი განათლების მქონე პირებს, რომლებიც არ ან ვერ ისწავლიან სკოლაში რადგან სურვილი აქვთ დაეუფლონ პროფესიას – არჩეულ მიმართულებასთან ერთად ექნებათ საშუალება გაიარონ ის მოდულებიც (ინტეგრირებული 6 მოდული), რომელთა დახმარებითაც ისინი “სასკოლო საგნებს” შეისწავლიან, უმეტესად, არჩეული პროფესიის ჭრილში. სრული პროგრამის დასრულების შემდგომ გაიცემა დიპლომი, რომელიც დაადასტურებს როგორც პროფესიის (კვალიფიკაციის) მიღებას, ასევე, სრული ზოგადი განათლების ფლობასაც.
ეს აღმოფხვრის ე.წ. „ჩიხს” უწყვეტი განათლების სისტემაში.
საზოგადოებრივი კოლეჯი ფანასკერტელი აქტიურად არის ჩართული ინტეგრირების პროგრამაში და მალე სიახლეს შემოგთავაზებთ.

 

ივნისი 2020
« თებ    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930