საიდან გაიგეთ ჩვენი კოლეჯის შესახებ?

Loading ... Loading ...

23 აგვისტო 2019 | 14:08

2019 წლის 29 აგვისტოს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში სამუშაო შეხვედრა გაიმართა ინტეგრირებულ პროგრამებთან დაკავშირებით საჯარო და კერძო კოლეჯების წარმომადგენლებთან.

საბაზო განათლების მქონე პირთათვის პროფესიული განათლება წლების განმავლობაში საგანმანათლებლო ჩიხს წარმოადგენდა. ახალმა კანონმა პროფესიული განათლების შესახებ შესაძლებელი გახადა ამ საგანმანათლებლო ჩიხის აღმოფხვრა- განაცხადა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ბაღიშვილმა.

2019 წლის 19 აგვისტოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის N 170/ნ ბრძანებით დამტკიცდა საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლებისსაშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირების წესი და პირობები, რომლის მიხედვითაცინტეგრირება ხორციელდება ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შემუშავებული მეოთხე დონის პროფესიულსაგანმანათლებლო პროგრამებში.

მალე მოხდება ავტორიზაციის დებულებაში ინტეგრირებული პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვების მექანიზმების ინიცირება და უკვე ოქტომბრიდან კოლეჯებს შესაძლებლობა მოგვეცემა ინტეგრირებულ პროგრამებზე განაცხადი შევიტანოთ.

აღნიშნულ შეხვედრას საზოგადოებრივი კოლეჯი ფანასკერტელის წარმომადგენელი ესწრებოდა.

1 2 3

დეკემბერი 2019
« ოქტ    
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031