საიდან გაიგეთ ჩვენი კოლეჯის შესახებ?

Loading ... Loading ...

ბელარუსული პროდუქციის გამოფენა- ,,Made in Belarus”

20 მარტი 2019 | 18:12

საგამოფენო კომპლექს ExpoGeorgia-ში ბელარუსული პროდუქციის გამოფენა- ,,Made in Belarus” გაიხსნა. ასევე გაიმართა ქართულ-ბელარუსული საქმიანი საბჭოს სხდომა.

გამოფენა გაიხსნა ბელარუსიის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერის მოადგილე – ბატონი მიხაილ რუსის და საქათველოს პრემიერ-მინისტრის – ბატონი  მამუკა ბახტაძის სიტყვებით.

ღონისძიების ფარგლებში, საკუთარი პროდუქცია და მომსახურება 70-ზე მეტმა ბელარუსულმა კომპანიამ წარმოადგინა.

წარმოდგენილი კომპანიების საქმიანობის სფეროებია: სამედიცინო სერვისები, მომსახურების სფერო და განათლება, ნავთობქიმიური მრეწველობა, ფარმაცევტული ნაწარმი და სოფლის მეურნეობა და საკვები პროდუქტები, სამშენებლო მასალები და ინფრასტრუქტურა და ა. შ.  დამსწრეებს ასევე სიტყვით მიმართა ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ მიხაილ რუსმა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ქართულ-ბელარუსული საქმიანი საბჭოს სხდომა, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა გახსნა.

 

54385133_2094543633933213_5872105619535691776_n54798514_2094543643933212_3627703461816041472_n55471883_2094543687266541_5397491465377021952_n

53619726_2094543773933199_2281590948095852544_n

აგვისტო 2019
« ივნ    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031