საიდან გაიგეთ ჩვენი კოლეჯის შესახებ?

Loading ... Loading ...

21 მარტი – დაუნის სინდრომის დღე

21 მარტი 2019 | 17:26

ტრადიციულად, ფანასკერტელის მედიკოსთა კლუბის ღონისძიებების ფარგლებში, „დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე”-სთან დაკავშირებით პრაქტიკოსი ექთნის მე-5 საფეხურის სტუდენტმა სალომე ნადარაიამ საოცრად ლაღი და პოზიტიური პრეზენტაცია წარმოგვიდგინა სინდრომის წარმოშობის, მისი მატარებელი ადამიანების და გარემოს განწყობის შესახებ.
პრეზენტაციის შემდგომ, დარბაზში მსხდომთა უმრავლესობამ გამოთქვა საკუთარი აზრი წამოჭრილი თემების შესახებ. ძალზე სასიხარულოა, რომ მომავალი თაობის უმრავლესობას სწორი შეხედულება აქვს სინდრომების, შეზღუდული შესაძლებლობების და/ან განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა მიმართ.

01 1 4 7 9 13

ოქტომბერი 2019
« სექ    
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031