საიდან გაიგეთ ჩვენი კოლეჯის შესახებ?

Loading ... Loading ...

გერმანელი პარტნიორის ვიზიტი ფანასკერტელში

6 მარტი 2019 | 16:00

საზოგადოებრივი კოლეჯი ფანასკერტელი უკვე ორი წელია, გერმანელი პარტნიორების დახმარებით, დიპლომისშემდგომი მომზადება-გადამზადების და გერმანიაში დასაქმების პროგრამას წარმატებით ახორციელებს. დღეს ჩვენი გერმანელი პარტნიორი, ბატონი ანდრეას თაუჰმანი გვეწვია სამუშაო ვიზიტით. შეხვედრაზე მხარეებმა შეაჯამეს განვლილი პერიოდი და დაგეგმეს ახალი, მიმდინარე წლის აქტივობები.
ფანასკერტელი მუშაობას იწყებს ახალ, ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე, რომლის პრეზენტაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ბატონი თაუჰმანი შეხვდა მედდების ჯგუფს, რომლებსაც დაწვრილებით გააცნო ყველა ის პერსპექტივა, რაც ამ პროგრამაში მონაწილეობის შემთხვევაში ელით მათ.
შეხვედრამ საქმიან ვითარებაში ჩაიარა.

53621326_2083486525038924_7089705423200059392_o53678181_2083486375038939_2774157532975857664_o

ოქტომბერი 2019
« სექ    
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031