საიდან გაიგეთ ჩვენი კოლეჯის შესახებ?

Loading ... Loading ...

ვორქშოფი მომზადება-გადამზადების პროგრამებისა და ავტორიზაციის ახალი სტანდარტების შესახებ

15 თებერვალი 2019 | 15:52

მიმდინარე წლის 12 და 13 თებერვალს, თბილისში, გაიმართა ორდღიანი ვორქშოპი, რომელზეც განსახილველად წარმოდგენილი იყო შემდეგი საკითხები:

12 თებერვალს – პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამების განხორციელების მიზნით მომზადებული სამართლებრივი აქტების (პროფესიული გადამზადების და პროფესიული მომზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის  წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ მთავრობის დადგენილების პროექტი, პროფესიული მომზადების პროგრამის შემუშავების და დამტკიცების სედი, და პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები) საჯარო განხილვა.

13 თებერვალს – ავტორიზაციის/რეავტორიზაციის და ახალი სტანდარტების დანერგვის საკითხის განხილვა.

შეხვედრაზე მიწვეული იყო საზოგადოებრივი კოლეჯი ფანასკერტელი და საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის სხვა წევრი კოლეჯების წარმომადგენლები.

51747305_3036150159744273_5581717249951006720_n 51929185_1663917527087602_7008691443665469440_n 52025762_775899139449745_451653216044580864_n 52338486_249672845969103_4266965943181115392_n

დეკემბერი 2019
« ოქტ    
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031