საიდან გაიგეთ ჩვენი კოლეჯის შესახებ?

Loading ... Loading ...

პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის პორტალის პრეზენტაცია

21 დეკემბერი 2018 | 17:35

21 დეკემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, “სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის” ვებპორტალის პრეზენტაცია გაიმართა ამ პროექტში ჩართული კოლეჯების, სკოლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.
როგორც იცით, საზოგადოებრივი კოლეჯი ფანასკერტელი თავიდანვე ჩაერთო საპილოტე პროგრამის განხორციელებაში და თბილისის, ზესტაფონის, კლდეეთის, თელავის, ქვემო ალვანის, ოჟიოს სკოლებში განახორციელა “პირველადი გადაუდებელი დახმარების” კურსი, რომელმაც ისეთი მოწონება დაიმსახურა, რომ სკოლების თხოვნით საშემოდგომო სემესტრშიც გავაგრძელეთ გადახალისებული და უფრო დახვეწილი პროგრამით.
http://Www.wsd.ge პორტალის შექმნა ძალიან კარგი ჩანაფიქრი და წინ გადადგმული ნაბიჯია პროფორიენტაციის სწორი და შედეგიანი განხორციელებისთვის. ის ხელს შეუწყობს კოლეჯებისა და სკოლების დაახლოებას. აგრეთვე, მოსწავლეებს მისცემს საშუალებას გააკეთონ არჩევანი კოლეჯების მიერ შეთავაზებული პროგრამებიდან.
ამ პროექტს რამოდენიმე კარგი შედეგი მოჰყვა და მოჰყვება კიდევ მომავალში. ესაა პროფესიული განათლების პოპულარიზაცია მოსწავლეებში, მათთვის ნაკლებადცნობილი პროფესიების გაცნობა, სკოლების აღჭურვა შესაბამისი ინვენტარით და მასალით და სხვ.
საზოგადოებრივი კოლეჯი ფანასკერტელი გეგმავს კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდასთვის იყოს მეგზური პროფესიული უნარების გამოვლენისა და მომავალი პროფესიის არჩევის გზაზე.

48358182_1969184386469139_8579521413726076928_n 48387101_1969184299802481_385931033775702016_n 48391444_1969184436469134_688938292153942016_n 48408402_1969184399802471_7500989532959932416_n 48414302_1969184266469151_186692130889007104_n

დეკემბერი 2019
« ოქტ    
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031