საიდან გაიგეთ ჩვენი კოლეჯის შესახებ?

Loading ... Loading ...

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის კონფერენცია

11 ნოემბერი 2018 | 14:38

10 ნოემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და მისი პარტნიორი გერმანული ორგანიზაციის BWMV e.V (SEQUA) ორგანიზებით ეროვნული კონფერენცია -„პროფესიული განათლებისა და პარტნიორობის პროექტი: პროფესიული ორიენტაცია და ტექნიკური პროფესიული განათლება და სწავლება – შედეგები და გაგრძელების პერსპექტივა შრომის ბაზრის საჭიროებათა საპასუხოდ“ – გაიმართა. კონფერენციას სამინისტროები, დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი კომპანიები, პროფესიული კოლეჯები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, გერმანიის საელჩო, პროფკავშირები, ბიზნეს ასოციაციები, სკოლები, არასამთავრობო სექტორი და სხვა დაინტერესებული მხარეები დაესწრნენ. მისი მიზანი იყო პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტით მიღწეული შედეგების შეფასებადა სამომავლო მიზნების გაცნობა დაინტერესებული მხარეებისთვის. ადრეთვე, პროფესიულ სასწავლებლებსა და ბიზნეს სექტორს შორის თანამშრომლობის გააქტიურება დუალური სწავლების დანერგვის გზით. შრომის ბაზარზე არსებული პრობლემების მთავარი გამომწვევი ფაქტორი პროფესიული განათლების არაპრესტიჟულობა და კომპანიების ჩართულობის დაბალი მაჩვენებელია. თუმცა ტენდენცია დადებითია. კონფერენციას საზოგადოებრივი კოლეჯი ფანასკერტელიდან ქალბატონი შორენა ხაჭაპურიძე ესწრებოდა, რომელმაც გერმანიაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება პრეზენტაციის საშუალებით გაუზიარა დამსწრე საზოგადოებას.

46458115_2201853273428720_7692022540050366464_n

46370022_2041613232600380_4805131306784522240_n 46441059_1937826403187943_8787400635466121216_n

დეკემბერი 2018
« ნოე    
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31