საიდან გაიგეთ ჩვენი კოლეჯის შესახებ?

Loading ... Loading ...

შეხვედრა მინისტრთან

25 ოქტომბერი 2018 | 18:49
 რა სასიკეთო ცვლილებებს შეიძლება ველოდეთ.
მინისტრი დაგვხვდა საკმაოდ ინფორმირებული და მომზადებული ამ თემებზე სალაპარაკოდ და როგორც მისი გადმოცემით გავარკვიეთ ბევრი რამ იგეგმება პროფესიული განათლების მიმართულებით და კერძო დაწესებულებები თანაბრად იქნებიან წარმოდგენილი სხვადასხვა პროექტების განხორციელების პროცესში.
ასევე დაისვა კითხვა სტუდენტთა დაფინანსების მოდელის შესახებ, რაც წლების განმავლობაში ქმნიდა და ქმნის არაკონკურენტულ გარემოს.
მინისტრმა საკმაოდ პრინციპულად განაცხადა, რომ გვეთანხმება და დაფინანსების მოდელიც სწორედ ისეთი უნდა შეიქმნას რაც აღმოფხვრის არაკონკურენტული გარემოს არსებობას. შეგვპირდა, რომ ეს მოდელი განხილული იქნება ჩვენთან ერთად.
ასევე პრინციპული აღმოჩნდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში სტუდენტთა გაწვევის შესახებ და განაცხადა, რომ მთავრობასთან ერთად კომპლექსურად უნდა დარეგულირდეს ეს საკითხიც.
შეხვედრა იყო დამაიმედებელი და ასოციაცია კვლავ გააგრძელებს თანამშრომლობას სამინისტროსთან პროფესიული განათლების რეფორმებში.
აღნიშნულ შეხვედრას საზოგადოებრივი კოლეჯი ფანასკერტელის დირექტორის მრჩეველიც ესწრებოდა.

44830387_2290655210976371_2678910882225848320_n

 

ნოემბერი 2018
« ოქტ    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930