საიდან გაიგეთ ჩვენი კოლეჯის შესახებ?

Loading ... Loading ...

10 ოქტომბერი 2018 | 12:50

ნუნისი ნამდვილი აღმოჩენა იყო პროფესიული კოლეჯების სტუდენტებისა და ადმინისტრაციის იმ წევრებისთვის, რომლებიც პირველად მოვხვდით ამ საოცარ ადგილას. განსხვავებული იყო კურორტამდე მისასვლელი გზაცი კი. იქ მოსახვედრად – საბაგიროთი მგზავრობაა აუცილებელი, რაც კიდევ უფრო მეტ ეგზოტიკას ჰმატებს ისედაც უნიკალურ კურორტ ნუნისს. საზოგადოებრივი კოლეჯი ფანასკერტელის ადმინისტრაცია და პრაქტიკოსი ექთნის პროფესიული პროგრამის სტუდენტები ანა არველაძე და ნატო თათარაშვილი 6 და 7 ოქტომბერს ნუნისის სამკურნალო-გამაჯანსაღებელ კურორტზე იყვნენ მიწვეულნი კურორტის რეაბილიტაცია-პოპულარიზაციის კუთხით შესაძლო გამოწვევებზე სამსჯელოდ. მასპინძლებმა კურორტის დათვალიერების და წყლის სამკურნალო თვისებების გაცნობის შემდეგ უკვე სტუმრებისგან მოისმინეს რეაბილიტაციის და განვითარების შესაძლო შეთავაზებები. ჩვენი სტუდენტის, ანა არველაძის პრეზენტაციას და ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამის შექმნას საკმაოდ დიდი მოწონება და გამოხმაურება მოჰყვა. ანამ მომავალი სეზონისთვის სამსახურის შეთავაზებაც მიიღო ნუნისის ხელმძღვანელობისგან. სამუშაო შეხვედრების შემდგომ კოცონის ირგვლივ შევიკრიბეთ და არაფორმალურ გარემოში გაგრძელდა სამომავლო გეგმებზე საუბარი. შეხვედრა ძალიან სასიამოვნო, პროდუქტიული და სამომავლო პროექტების განხორციელების დაგეგმვით იყო გაჯერებული.

1 10 9 7 5 6 4 2 11

ოქტომბერი 2018
« სექ    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031