სემინარი პროფესიული სტუდენტებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოების შესახებ
14 სექტემბერი 2018 | 11:51
2018 წლის 13 სექტემბერს, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტ“-ში გაიმართა სემინარი, სადაც განხილულ იქნა საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შვეიცარიულ გამომცემლობასთან (LMZ) თანამშრომლობით შემუშავებული სახელმძღვანელოები პროფესიული სტუდენტებისათვის. შვეიცარიული გამომცემლობის ხელმძღვანელმა ბატონმა ანდრეას ჰიუგლიმ დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა მისი გამოცდილება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და გაიმართა დისკუსია სახელმძღვანელოების შექმნის მეთოდოლოგიურ საკითხებზე.
სიახლეები, ჩვენი გალერეა კომენტარები დახურულია |