საიდან გაიგეთ ჩვენი კოლეჯის შესახებ?

Loading ... Loading ...

ლექცია – დისკუსია თემაზე „შეწყვეტილი ორსულობა – აბორტი”

21 აპრილი 2018 | 18:33

დღეს, საზოგადოებრივ კოლეჯ ფანასკერტელიში, მედიკოსთა კლუბის მიერ ორგანიზებული მორიგი ღონისძიება გაიმართა. ქალბატონი შორენა ხაჭაპურიძის ინიციატივით მოხდა სტუდენტების გამოკითხვა ლექცია-დიასკუსიის თემის არჩევასთან დაკავშირებით. გაირკვა, რომ სტუდენტთა უმრავლესობას აინტერესებდა მეტად აქტუალური და მტკივნეული თემა „შეწყვეტილი ორსულობა – აბორტი“. ამ თემაზე სასაუბროდ მოვიწვიეთ ექიმი, მედიაჰოლდინგ „პალიტრა მედიას“ ჟურნალების – „ოჯახის მკურნალის“, „კარიბჭეს“, mkurnali.ge-ს მთავარი რედაქტორი, მრავალი სამედიცინო პროექტის ავტორი და რედაქტორი – ქალბატონი თამარ მამაცაშვილი. ქალბატონმა თამარმა ძალზედ საინტერესოდ, პოპულარუ ენით ესაუბრა მსმენელებს აბორტის, მისი სტატისტიკის, სახეების და რაც მთავარია – თავიდან აცილების გზების შესახებ. ლექციის შემდეგ საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა დისკუსიის ნაწილი, სადაც სტუდენტებმა გამოთქვეს საკუთარი აზრი აბორტის შესახებ და დასვეს კითხვები თემის გარშემო.

 

ნოემბერი 2018
« ოქტ    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930