საიდან გაიგეთ ჩვენი კოლეჯის შესახებ?

Loading ... Loading ...

სტრატეგიული დაგეგმვის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია

24 მარტი 2018 | 12:54

ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის შექმნილი სტრატეგიული დაგეგმვის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა.

სახელმძღვანელოზე მუშაობა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან კონსულტაციების რეჟიმში მიმდინარეობდა.

ხარისხის განვითარების ცენტრის ინფორმაციით, სახელმძღვანელო მოიცავს აპრობირებულ პრაქტიკას დაწესებულების მისიის, ხედვის, ღირებულებების ფორმირებასთან დაკავშირებით, ასევე სტრატეგიული დაგეგმვის, მოკლევადიანი სამოქმედო გეგმების, მათი შეფასებისა და მონიტორინგის მიდგომებს. სახელმძღვანელოში მოყვანილია კონკრეტული მაგალითები და დოკუმენტების ნიმუშები.

პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, კახაბერ ერაძემ ისაუბრა დაწესებულების მისიის, სტრატეგიული განვითარების და სამოქმედო გეგმების მნიშვნელობაზე დაწესებულების შიდა ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში, ამ მხრივ არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო ხედვებზე.

პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, კერძო და საჯარო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები და პროფესიული განათლების ქართველი და უცხოელი ექსპერტები ესწრებოდნენ.

28828567_10204446524120580_1305734281328255164_o IMG_5258[1]

აგვისტო 2018
« ივლ    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031