საიდან გაიგეთ ჩვენი კოლეჯის შესახებ?

Loading ... Loading ...

შეხვედრა პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებთან

15 თებერვალი 2018 | 16:29

პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით 12 თებერვალს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
• ცვლილებები ავტორიზაციის დებულებაში;
• ავტორიზაციის საფასურების ცვლილება და გადახდის წესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის;
• პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის თვითშეფასების, პროფესიულ სტუდენტთა კონტინგენტის გაზრდის და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატების ახალი ფორმები;

შეხვედრას საზოგადოებრივი კოლეჯი ფანასკერტელის წარმომადგენლები და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების 120- მდე წარმომადგენელი დაესწრო.

27750469_1752842624786053_1378837446719527988_n 27750387_1752842651452717_4834611025836275739_n

სექტემბერი 2018
« აგვ    
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930