საიდან გაიგეთ ჩვენი კოლეჯის შესახებ?

Loading ... Loading ...

პერსონალური მონაცემების საჯაროობა კერძო სასწავლებლებში

29 იანვარი 2018 | 16:26

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი კერძო და საჯარო უნივერსიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ინსპექტორის აპარატის მიერ მომზადებული რეკომენდაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, გაიმართა დისკუსია პრაქტიკაში არსებული საკითხებისა და აქტუალური პრობლემების გარშემო. შეხვედრას დაესწრნენ კერძო და საჯარო უნივერსიტეტების რექტორები, პრორექტორები და ხარისხის მართვაზე პასუხისმგებელი პირები. ღონისძიებაში კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცია არის ჩართული. შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის („UNDP“) მხარდაჭერით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერება ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი ინიციატივის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ერთ-ერთი პრიორიტეტია. სამწლიანი პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 4 მილიონ ევროს აღემატება, ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას.

27073136_1838088059559211_2178093886331754080_n 27336722_1141525492656961_6161617035429344734_n 27336775_1838087969559220_9168258050130981691_n

სექტემბერი 2018
« აგვ    
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930