საიდან გაიგეთ ჩვენი კოლეჯის შესახებ?

Loading ... Loading ...

ტრენინგი დუალური პროფესიული სწავლების შესახებ

17 იანვარი 2018 | 17:13

2018 წლის 16 იანვარს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში, დუალური პროფესიული სწავლების ხუთდღიანი ტრენინგი ბიზნეს სექტორისა და პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებისთვის, სახელწოდებით – „სკოლა, როგორც სწავლის ადგილი“ და „საწარმო, როგორც სწავლის ადგილი “, დაიწყო. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მასშტაბის ღონისძიება დუალური პროფესიული განათლების მიმართულებით უპრეცედენტოა, რადგან მასში მონაწილეობს ბიზნეს სექტორი, საგანმანათლებლო დაწესებულებები, და საერთაშორისო ორგანიზაციები. დუალური განათლების პრინციპია “სწავლა კეთებით” , რასაც სრულად იზიარებს საზოგადოებრივი კოლეჯი ფანასკერტელი. ჩვენი წარმომადგენელი, ქალბატონი შორენა ხაჭაპურიძე, მონაწილეობას იღებს აღნიშნულ ტრენინგში და რადგან ტრენინგის მიზანია – მონაწილეებმა მიიღონ შესაბამისი ცოდნა თავიანთ სამუშაო ადგილებზე (სკოლა, კოლეჯი, საწარმო) დუალური განათლების პროცესების წარმართვის შესაბამისად გარემოს მოწყობისთვის, უახლოეს მომავალში ჩვენც გავიზიარებთ გერმანელი პარტნიორების რჩევებს და გამოცდილებას აღნიშნულ საკითხში, რადგან მონაწილეებს საშუალება აქვთ მიიღონ ინფორმაცია დუალური პროფესიული განათლების გერმანული პრაქტიკის შესახებ ქართულ სისტემასთან პარალელურ და შედარებით რეჟიმში.

26238934_1934647586564011_6618731285429707181_n 26239558_1934646789897424_8011230525618405372_n 26730943_1934646953230741_878459566202964280_n 26731314_1934646939897409_4243638718937889481_n 26992053_1934646183230818_6259615545400370898_n 26239728_1934647789897324_7989680456333042574_n damsaqmeblebi

 

აგვისტო 2018
« ივლ    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031