საიდან გაიგეთ ჩვენი კოლეჯის შესახებ?

Loading ... Loading ...

ჩვენ 25 წლის ვართ!

27 დეკემბერი 2017 | 17:04

საზოგადოებრივი კოლეჯი ფანასკერტელი 25 წლისაა! 1992 წელს, პოფესორ გურამ ხაჭაპურიძის მიერ დაარსებული ერთ-ერთი პირველი სამედიცინო კოლეჯი იუბილარია!
ეს დღე კოლეჯმა მეგობრების, პარტნიორების, პედაგოგების და სტუდენების გარემოში საზეიმოდ აღნიშნა. ჩვენ დავარღვიეთ ტრადიცია და დაბადების დღეზე თვითონ დავარიგეთ საჩუქრები 
ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს, პედაგოგებს და დამსაქმებლებს მადლობის სიგელები გადავეცით თანამშრომლობისა და მიღწეული წარმატებებისათვის.
ჩვენი დაბადების დღე კიდევ უფრო გაალამაზა ფანასკერტელის სტუდენტების მუსიკალურმა ნომრებმა, ლექსებმა და ჩანახატებმა, რომელიც დიდი მონდომებით წარმოგვიდგინეს როგორც თბილისის, ასევე, თელავისა და ზესტაფონის დამატებითი ფართის სტუდენტებმა.

ზეიმი, ტრადიციულად, ფანასკერტელის სახელობის ტორტის დაგემოვნებით და საახალწლო სურვილებით დაგვირგვინდა.

26167789_1531582463562669_800210553873239899_n 26167111_1531582350229347_7210597843863821937_n 26165452_1531602646893984_7194792307623428388_n 26111960_1531581426896106_4020473379431608304_n 26047026_1531582646895984_8120965499742511089_n

26166421_1531609126893336_3711146888764245473_n

თებერვალი 2018
« იან    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728