საიდან გაიგეთ ჩვენი კოლეჯის შესახებ?

Loading ... Loading ...

გაფორმდა მემორანდუმი საქართველოს კერძო კოლეჯების და კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციებს შორის

13 იანვარი 2018 | 16:50

2018 წლის 12 იანვარს, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციასა და კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის მიზანია საგანმანათლებლო მეთოდური სიახლეების დანერგვა, განათლების სფეროში სხვადასხვა სახის კვლევითი და სამეცნიერო პროექტების ერთობლივი განხორციელება, გლობალური და აქტუალური პრობლემების მიმართულებით საგრანტო პროექტებში ჩართულობა, დონორთა ქსელის გაფართოების ხელშეწყობა და სხვა საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება. მხარეები ითანამშრომლებენ ერთიანი პროექტების დაგეგმვის კუთხით, საგანმანათლებლო ინიციატივების ერთობლივი ინიცირების კუთხით, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების უფროსკლასლთა პროფესიული ორიენტაციის ჩამოყალიბების მიზნით, განათლების მართვის სისტემის დემოკრატიზაციის და შემდგომი განვითარების ხელშეწყობის მიზნით.მოხდება ინფორმაციის გაცვლა შესაბამისი საფეხურების მიმართულებით და სხვა.
საზოგადოებრივი კოლეჯი ფანასკერტელი სკკა-ს აქტიური წევრია, ამიტომ ეს ჩვენი კოლეჯის მიღწევაც გახლავთ.
იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნული თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება ორივე მხარის წარმომადგენლებისთვის და განსაკუთრებით კი – საქართველოს განათლების სისტემისთვის.

26733546_1829483873760176_8908015547022791324_n 26904396_1829489970426233_912484662484748525_n 26913458_10210201334821016_1837691408_n

აგვისტო 2018
« ივლ    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031