საიდან გაიგეთ ჩვენი კოლეჯის შესახებ?

Loading ... Loading ...

სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის ანგარიში

25 დეკემბერი 2017 | 12:12

საზოგადოებრივი კოლეჯი ფანასკერტელი სოციალური მომსახურების სააგენტოსთან უკვე მეორე წელია ნაყოფიერად თანამშრომლობს. ჩვენი კოლეჯი აქტიურადაა ჩართული “მომზადება-გადამზადების” სახელმწიფო პროგრამაში და დასაქმებულთა პროცენტული მაჩვენებელიც საკმაოდ შედეგიანი გვაქვს. 22 დეკემბერს, საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერია”-ში დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის 2017 წლის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. რომლის მიზანი საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების, არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა იყო. წლის შემაჯამებელი კონფერენცია შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ გახსნა. ანგარიში კი დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა – მარი ბეზარაშვილმა გააცნო საზოგადოებას. კონფერენციაზე მოწვეულინი იყვნენ პარტნიორი სამინისტროების,სამთავრობო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კონფერენციას საზოგადოებრივი კოლეჯი ფანასკერტელის “მომზადება-გადამზადების პროგრამის” ხელმძღვანელი ესწრებოდა.

socialuri socialuri2 socialuri3 socialuri5 socialuri6

 

თებერვალი 2018
« იან    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728