საიდან გაიგეთ ჩვენი კოლეჯის შესახებ?

Loading ... Loading ...

მოდულური საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვის ანგარიში

25 დეკემბერი 2017 | 11:56

21 დეკემბერს სასტუმროში „Rooms Hotel Tbilisi“ გაიმართა „მოდულური საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვის ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული სამუშაოების შემაჯამებელი შეხვედრა“. შეხვედრაზე წარდგენილი იყო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს განხორციელებული საქმიანობის წლიური ანგარიში, მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის ანგარიშების საფუძველზე შექმნილი ანალიტიკური დოკუმენტი და მოდულური პროგრამების დანერგვის ეტაპები 2018 წლისათვის. შეხვედრის ფორმატი ითვალისწინებდა მონაწილეებსა და პრეზენტატორებს შორის სხვადასხვა საკითხზე დისკუსიას. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები, მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების განმხორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებები, მოდულური პროგრამის დანერგვის მხარდაჭერის ექსპერტები, ავტორიზაცია/აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრები და ავტორიზაციის საბჭოს წევრები.

angarishi - Copy angarishi2 - Copy angarishi3 - Copy angarishi4 - Copy xarisxi - Copy

 

თებერვალი 2018
« იან    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728