საიდან გაიგეთ ჩვენი კოლეჯის შესახებ?

Loading ... Loading ...

ქართული ენის დღე

14 აპრილი 2017 | 16:13

14 აპრილს ქართული ენის დღე აღინიშნება. იოანე ზოსიმე მას ღმერთების ენად მოიხსენიებდა. ქართული ენა არის საქართველოს სახელმწიფო ენა (აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში მის პარალელურად სახელმწიფო ენად აღიარებულია აგრეთვე აფხაზური ენა). ქართული ენა იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ქართველურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება. მეცნიერები ამავე ჯგუფს აკუთვნებენ ქართულის მონათესავე მეგრულ, ლაზურსა და სვანურ ენებს, რომლებსაც შენარჩუნებული აქვთ არქაული ქართული ენის ნიშნები. ქართული ენის დღის აღნიშვნა 1990 წლიდან ხდება. ამ მოვლენის წინაპირობა იყო 1978 წლის 14 აპრილს, თბილისში გამართული საპროტესტო დემონსტრაცია, რომელიც გამოიწვია საბჭოთა კავშირის ხელისუფლების მიერ, ქართული ენისათვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევის მცდელობამ. საბედნიეროდ, ამ აქციებმა უკვალოდ არ ჩაიარა და ჩვენ მშობლიურ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი არ ჩამოერთვა. ქართული ენის უნიკალურობა იმაშიც გამოიხატება, რომ მას დამწერლობის სამი, ერთმანეთისგან რადიკალულად განსხვავებული, ფორმა აქვს. მრგვლოვანი, ანუ ასომთავრული, ნუსხა-ხუცური და მხედრული (ჩვენი თანამედროვე დამწერლობა). ქართული დამწერლობის ყველაზე ადრინდელი ნიმუში აღმოჩენილია პალესტინაში (430 წელი ჩვ. წ. აღ.) და ბოლნისის სიონში (480 წელი ჩვ. წ. აღ). იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა უმთავრესი წიგნი „ დედა ენა” პირველად 1876 წელს გამოსცა. ქართულ ენას ელგუჯა ამაშუკელმა მონუმენტი „ცოდნის ზარი” მიუძღვნა.

231124369 qebai-da-didebai-zegliswera Untitled 0_43660_bd8c3447_XL 27.10 Deda_ena

ივნისი 2020
« თებ    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930